მერი გრიგოლეთში საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრში იმყოფებოდა

გამოქვეყნებულია სამშაბათი, 27 მარტი 2018 12:36

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის უფროს შოთა მიროტაძეს შეხვდა. საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრთან მისასვლელი გზა რეაბილიტაციას საჭიროებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს დღეში დაიწყება ცენტრთან მისასვლელი გზის შეკეთება. შოთა მიროტაძემ მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას ადგილზე მდგომარეობის შესწავლისა და ყურადღებისთვის.