17 | 09 | 2019

ჰერალდიკის კომისიაში გასაგზავნი ნამუშევარი შეირჩა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) შესარჩევი კონკურსის კომისიაში 6 კონვერტი შევიდა.

კომისიის სხდომაზე, რომლის დღის წესრიგი კომისიის თავმჯდომარე ზვიად აფხაზავამ კომისიის წევრებს გააცნო, გაიხსნა თითოეული კონვერტი, გარდა იმ კონვერტისა, რომელშიაც მითითებული იყო ავტორის ვინაობა. ნამუშევრები კომისიის წევრებმა დაათვალიერეს და განიხილეს.

თითოეულ ნამუშევარს კომისიის წევრებმა თანმიმდევრულად უყარეს კენჭი.

კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა ნამუშევარი, რომელმაც ყველაზე მეტი, ცხრა ხმა მიიღო და რომელიც ჰერალდიკის კომისიაში გადაიგზავნება.

საბოლოოდ გამარჯვებული 24 ივნისს გამოვლინდება.

 

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია