16 | 08 | 2018

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა

გუშინ,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ მორიგი სხდომა გამართა.

თავმჯდომარემ, ალექსანდრე მახათაძემ დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები კომისიის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა.

სხდომაზე განიხილეს დადგენილების პროექტი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“. პროექტის განხილვა აქტიურად მიმდინარეობდა ყველა კომისიასა და ფრაქციაში. რეგლამენტს ცვლილებების გათვალისწინებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე დასამტკიცებლად უყრიან კენჭს.

კომისიამ განიხილა და მხარი დაუჭირა „სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლისათვის გია ტრაპაიძის სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის შესახებ“.

განკარგულების პროექტს, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემას ეხება, კომისიამ მხარი დაუჭირა. კერძოდ, კი ჟორდანიას ქ. N126-ში არსებული შენობა-ნაგებობის მე-2 სართულზე მდებარე ორი ერთეული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემას.

სხდომაზე „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ იმსჯელეს. წარმოდგენილ პროექტში იმ ობიექტთა ჩამონათვალია, რომელთა რეალიზებაც გამოიწვევს ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია