26 | 09 | 2018

ფრაქციის სხდომა გაიმართა

გუშინ,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის- ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა. თავმჯდომარემ, ბესიკ კუპრაძემ მიმდინარე საკითხები ფრაქციის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა. ფრაქციამ მხარი დაუჭირა საკითხს, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“. კერძოდ, ლანჩხუთში, ჟორდანიას ქ. N126-ში არსებული შენობა-ნაგებობის მე-2 სართულზე მდებარე ორი ერთეული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემას. ფრაქციამ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ იმსჯელა. მერიის მიერ მომზადებულ პროქტში იმ ობიექტთა ჩამონათვალია, რომელთა რეალიზებაც გამოიწვევს ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას. კერძოდ, ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში 57 ობიექტი და მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული საპრივატიზაციო ავტომობილების ნუსხაში 8 ავტომობილია წარმოდგენილი.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია