20 | 04 | 2018

ბიუროს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გუშინ,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ნანაძემ ბიუროს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს. როგორც აღინიშნა, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება სახელმწიფომ უკვე დაიწყო. წელს 150 ერთეულზე მეტი სპეცტექნიკა არის მობილიზებული. როგორც ითქვა, დამუშავდება როგორც სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიები, ასევე სპეციალური ტექნიკით, თერმონისლით საკარმიდამო ნაკვეთების მიმდებარე ტერიტორიები. თუმცა აუცილებელია მოსახლეობის ჩართულობა და მობილიზება, მექანიკური განადგურების პროცესში, რადგან მხოლოდ მუნიციპლიტეტები და სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ამხელა დიდი მასის განადგურებას.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა