საკრებულოს თავმჯდომარემ მოქალაქეები მიიღო

გამოქვეყნებულია სამშაბათი, 27 მარტი 2018 14:42

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მოქალაქეებს შეხვდა. ადგილობრივები შეხვედრაზე სხვადასხვა სახის პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ. ბესიკ ტაბიძე მოქალაქეებს საკრებულოს სოციალურ საკითხთა და ინფრასტრუქტურის კომისიების თავმჯდომარეებთან, ბიუროს წევრებთან და მერიის სოციალური სამსახურის უფროსთან ერთად შეხვდა. ,,ჩვენი მიზანია მოქალაქეებს მყისიერი დახმარება აღმოვუჩინოდ, ეს იქნება ჯანმრთელობასთან და მედიკამენტთან დაკავშირებული თუ სხვა სახის დახმარება“, აღნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოში მოქალაქეებთან შეხვედრების განრიგი ყოველი კვირის სამშაბათს 12:00 საათიდან განისაზღვრა.