16 | 10 | 2018

პატარა მუსიკოსების წარმატება

საქართველოს ხელოვანთა კავშირის ,,ხელოვანები მომავლისათვის’’ ინიციატივით, კლასიკური მუსიკის მე- 11 ეროვნული ფესტივალი ,,მომავლის ვარსკვლავები’’ შესარჩევი კონკურსი ჩატარდა. (,,მომავლის ვარსკვლავების“ დირექტორი, მუსიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი ნინო კუპატაძე) ფესტივალში მონაწილეობდა ლანჩხუთის მ. ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლა (დირექტორი მაია ჩავლეიშვილი). ვოკალური ანსამბლი: თათია გურჩიანი, ლიზი ორაგველიძე, ელენე ჭყონია, ნინი რამიშვილი, ლიზი ზენაიშვილი, ანასტასია ჩიჩუა, თომა ჩხაიძე, თამარ გულბათაშვილი, ნანა იმნაიშვილი. ინდივიდუალური შემსრულებელი - ფორტეპიანო - ტატა გუჯაბიძე. პედაგოგი ლალი გავაშელაშვილი გახლდათ, ხოლო კონცერტმაისტერი - რუსუდან სიხარულიძე. სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები ჟიურის წინაშე წარმატებით წარსდგნენ. შესრულდა სიმღერა საგალობელი ,, შენ ხარ ვენახი“ და გ. ცაბაძე ,,ცისფერო მთაო’’.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია