ლანჩხუთელი მოსწავლე ანაკლიის ბანაკში გაემგზავრება

გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 28 მარტი 2018 09:49

ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლე შოთა წილოსანი ის ერთადერთი მოსწავლეა გურიის რეგიონში, რომელმაც მოახერხა 23-25 მარტს, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ანაკლიის ტურისტულ თავშესაფარ ბერდვოჩინგისა და ფოტოგრაფირების ბანაკში მოხვედრილიყო. როგორც ორგანიზატორები ამბობენ ბანაკის მიზანი: მოსწავლეების ხელშეწყობაა ეკო-ცნობიერების ამაღლება და ბერდვოჩინგის პოპულარიზაცია. მოზარდები ბანაკში გაეცნობიან ფრინველთა დათვლის მეთოდებს და ველურ ბუნებაში ფოტოგრაფირების წესებს. შოთა სახლში სხვადასხვა ჯიშის მცენარეებს აფესვიანებს და მან ბანაკში მის მიერ გამოყვანილი ნერგები წაიღო და კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობის ეზოში ახალგაცნობილ მეგობრებთან და ადმინისტრაციის წევრებთან ერთად დარგო, რის შემდეგ ანაკლიაში გაემგზავრა ჯგუფთან ერთად.