20 | 04 | 2018

ჭყონაგორაში მრავალწლიანი ხეხილის ბაღი დაათვალიერეს

სოფელ ჭყონაგორაში მრავალწლიანი ხეხილის ბაღები გაშენდა. ხეხილის ბაღები „ჯეონათს კომპანიას“ დამფუძნებლებთან და ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერეს გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ. პროექტის ჯამური ღირებულება სამ მილიონ ლარს შეადგენს და 2019 წელს დასრულდება. ამ დროისთვის მსხლის, ვაშლის, გარგარისა და ჟოლოს ნერგები 9 ჰექტარზეა გაშენებული.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა