20 | 06 | 2018

ღრმაღელე-წყალწმინდის შემოვლითი გზა რეაბილიტირდება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე, რომელსაც გიორგი გვარჯალაძე უძღვებოდა, 2018 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები ხმათა უმრავლესობით მოიწონეს.

როგოც აღინიშნა, 2018 წელს 3 631 508 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. 
აქედან 2563392 ლარი ღრმაღელე - წყალწმინდის შემოვლითი (ძველი ) გზის რეაბილიტაციისთვის, ხოლო 1068116 ლარი ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზების აღდენისთვის მიიმართება.

სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან განხორციელდება.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია