19 | 11 | 2018

ანზორ გოგუას ნატვრა ახდა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 15 წლის ანზორ გოგუას ნატვრა ეტლი და კომპიუტერი იყო. დღეს, მის დაბადების დღეზე ნატვრა აუხდა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, ალექსანდრე სარიშვილი და ბესიკ ტაბიძე, ოჯახში ეწვივნენ. ოჯახის მეგობარმა, საკმაოდ აქტიურმა ქალბატონმა ინეზა კვაჭაძემ, საქმის კურსში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები ჩააყენა და ერთობლივი ძალისხმევით ანზორის ნატვრაც ახდა. _წლებია გვესაჭიროება შესაბამისი ეტლი, წლებია ოცნებობს ჰქონდეს კომპიუტერი, თქვენს გარდა ეს ვერავინ შეძლო... ძალიან დიდი მადლობა ჩემი შვილი, რომ ასე გაახარეთ. ეს მისთვის ძალიან დიდი სტიმულია - განაცხადა ანზორისს დედამ, ირმა ბარამიძემ. ანზორის ეტლი საჩუქრად არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ადგილობრივი წარმომადგენლის თამარ ფირცხალაიშვილის ძალისხმევით გადაეცა, ხოლო კომპიუტერი ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად საკრებულოს დეპუტატებმა ზურაბ კუკულავამ, გიგი გვარჯალაძემ და ბესიკ კუპრაძემ საკუთარი ხარჯებით ერთობლივად შეიძინეს. _მიხარია და ამაყი ვარ, რომ ჩემი თხოვნა გულთან ახლოს მიიტანეს, მიხარია, რომ ლანჩხუთს ასეთი თავკაცები ჰყავს. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით 15 წლის ანზორ გოგუას ნატვრის ახდენა- განაცხადა ინეზა კვაჭაძემ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია