17 | 09 | 2019

მინისტრის მოადგილე მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი აბულაძე ნიგოითის, ლესის, ნინოშვილისა და ჩოჩხათის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრებს ესწრებოდნენ: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად აფხაზავა, გამგებლის მოადგილე ნუგზარ ღლონტი, „კოლხეთი მ“-ის დირექტორი ზაზა გვაზავა.

ადგილობრივებთან შეხვედრისას არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.

საუბარი შეეხებოდა სოფლის მეურნეობის განვითარებას,  ამერიკული თეთრი პეპლის შეწამვლით სამუშაოებს, დასაქმებას, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზებას, სოფლის პროდუქტების გასაღების ბაზარს,  შხამ-ქიმიკატების მაღაზიის გახსნას, სადაც გაიყიდება საჭირო  პრეპარატები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით დახმარებას, სამელიორაციო სამუშაოებს და სხვა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია