16 | 12 | 2018

სასკოლო ოლიმპიადა ამჯერად ფრენბურთში გაიმართა

იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიამ სასკოლო ოლიმპიადის შემდეგ ეტაპს, შეჯიბრს ფრენბურთში, უმასპინძლა. შეჯიბრი 27-28 მარტს გაიმართა. გოგონებს შორის გამარჯვება ლესის საჯარო სკოლამ მოიპოვა. მეორე ადგილზე პირველი საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. მესამე ადგილი სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა დაიკავეს. ბიჭებს შორის: პირველი ადგილი ჩოჩხათის საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორეზე _ ლესის, ხოლო მესამეზე მეორე საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. სასკოლო ოლიმპიადა გრძელდება. ამჯერად გამარჯვებული ბადმინტონში გამოვლინდება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია