თათბირი ინფრასტრუქტურის საკითხებზე

გამოქვეყნებულია პარასკევი, 30 მარტი 2018 12:09

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლებთან თათბირი გამართა, რომელსაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და საკრებულოს წევრები,
მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე ესწრებოდნენ.
წარმომადგენლებმა და დეპუტატებმა მერს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემები და სხვასახვა საკითხები მოახსენეს.
ძირითადად, თათბირი ინფრასტრუქტურულ საკითხებს შეეხებოდა.