კომისიამ 20 განცხადება დააკმაოფილა

გამოქვეყნებულია პარასკევი, 30 მარტი 2018 12:27

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიას თავმჯდომარეობს მერის მოადგილე, გიორგი ფაცურია, ხოლო კომისია თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას განიხილავს. ამჯერად წარმოდგენილი იყო 45 საკითხი, კომისიამ ამათგან მხოლოდ 20 განცხადება დაკმაყოფილდა.