20 | 04 | 2018

საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა

დღეს გამართულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა შემდეგ საკითხებზე მიიღეს გადაწყვეტილება: საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა განკარგულებაშპს ქალთა საფეხბურთო კლუბლანჩხუთის ლანჩხუთისდაფუძნებაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ . მიმდინარე წლის 27 მარტს შემსული წერილი , რომელშიც საუბარი იყო ქალთა საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბების შესახებ, განიხლა საკრებულოს ყველა კომისიამ და ფრაქციამ. კლუბის დაფინანსება უნდა მოხდეს ()იპ სპორტული ცენტრისათვის გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში. საკრებულომ მხარი დაუჭირალანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“. საკრებულო მიიღო გადაწყვეტილება მუდმივმოქმედი კომისიების დებულებებში ცვლილებების დამტკიცების შესახებ. კენჭი უყარეს განკარგულებასსსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლისათვის გია ტრაპაიძის სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ . დამტკიცდა განკარგულებალანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ . . ლანჩხუთში, ჟორდანიას . N126-ში არსებული შენობაში მდებარე ორი ოთახი სარგებლობის უფლებით გადეაცა ... „საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას. კენჭი უყარეს განკარგულებას ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“.დაამტკიცა 2018 წლის 11 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ . საკრებულომ მოიწონა და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა განკარგულება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2018 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ“ . საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2018 წელს 3 631 508 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. აქედან 2563392 ლარი ღრმაღელე - წყალწმინდის შემოვლითი (ძველი ) გზის რეაბილიტაციისთვის, ხოლო 1068116 ლარი ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზების აღდენისთვის მიიმართება. იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს N83 განკარგულებაში ცვლილების შეტანას, „()იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფეხბურთო კლუბ ,,ლანჩხუთის გურია“- სათვის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“. დღის წესრიგით განსაზღვრულ დანარჩენ საკითხზე საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. საკითხებში ,, სხვადასხვა" , სოფლებში არსებულ პრობლემების შესახებ იმსჯელეს. მათ შეკითხვებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი პასუხობდა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა