ალექსანდრე სარიშვილმა მოქალაქეთა მიღება გამართა

გამოქვეყნებულია პარასკევი, 30 მარტი 2018 15:59

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი მოქალაქეებს შეხვდა. მერთან შეხვედრაზე მისული ადამიანები სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ.ალექსანდრე სარიშვილმა გულდასმით მოუსმინა თითოეულ მათგანს და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებაც აღუთქვა. მიღებას ასევე ესწრებოდნენ სოციალური სამსახურის უფროსი თამარ ფირცხალაიშვილი, სივრცით მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე და მოქალაქეთა მიღების განყოფილების უფროსი ბუხუტი ბარამიძე. შეგახსენებთ, რომ ყოველი კვირის პარასკევი მერთან მოქალაქეთა მიღების დღეა.