20 | 04 | 2018

ელექტრონული მექანიზმები ღია თვითმმართველობისათვის

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის დირექტორმა, მინდია სალუქვაძემ პროექტის - ,,ელექტრონული მექანიზმები ღია თვითმმართველობისათვის“ პრეზენტაცია გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, პროექტის მიზანი, ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო ჩართულობის ახალი მექანიზმების დანერგვაა. მათ შორის, მოსახლოებისთვის გაწეული სერვისების შეფასების და მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხის გაზომვის სისტემის დანერგვა; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ინფოგრაფიკების მომზადება და გავრცელება პორტალ www.guria.ge-ის საშუალებით და ადგილობრივი გაზეთებში ჩანართების სახით. პროექტი ხორციელდება ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა