16 | 12 | 2018

„ჰო და არას“ ახალი ინიციატივა

გაზეთ „ჰო და არასა“ და „თავისუფალი სახლის“ ერთობლივ პროექტში - „როგორ ვცხოვრობთ და როგორ ვიცხოვროთ უკეთესად?!“ ადგილობრივი ხელისუფლებაც ჩაერთო. როგორც გამომცემლობის რედაქტორმა ნონა გიგინეიშვილმა აღნიშნა, პროექტის მიზანია მოსახლეობის ჩართვა და იმ საკითხების სამსჯავროზე გამოტანა, რაც მათ აწუხებთ. განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, მავნებლის (ფაროსანას) წინააღმდეგ ბრძოლა, ეკონომიკა, მცირე ბიზნესის განვითარება და ა.შ. ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების და ტურიზმის განვითარების ცენტრის ხელმძღანელმა გელა ზოიძემ ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს იმ პროექტებში, რასაც სახელმწიფო სთავაზობს. მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით კომენტარები მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ გააკეთეს. გამომცემლობის ახალ ინიციატივას ადგილობრივი ხელისუფლება მხარს უჭერს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია