- დეტალები
-
გამოქვეყნებულია სამშაბათი, 03 აპრილი 2018 10:46
„საზოგადოებრივი პროკურატურის“ პროექტის ფარგლებში გამწვანების აქცია ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერში მოეწყო. აქციაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და ა(ა)იპ კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის თანამშრომლებმა მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად მიიღეს. როგორც პროკურორმა შოთა ჩხაიძემ განაცხადა, „საზოგადოებრივი პროკურატურის“ პროექტის ფარგლებში არაერთი ღონისძიება დაიგეგმა და განხორციელდა. ამჯერად აქციაში მოსწავლეებიც ჩაერთნენ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მრავალწლოვანი ნარგავები დარგეს.
