17 | 09 | 2019

ვახტანგ ბალავაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე შუხუთის, სუფსისა და წყალწმინდის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე, გამგებლის მოადგილე კახა ასკურავა.

ვახტანგ ბალავაძე შეეხო ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების, სოფლის მეურნეობისა და სოციალურ თემებს. შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა პასუხის რეჟიმში.

მოსახლეობის კითხვები შეეხებოდა, როგორც სოფლისთვის მოსაგვარებელ საკითხებს, ასევე პირად პრობლემებს.

აღსანიშნავია, რომ შუხუთელმა 80 წლის ლამარა იმნაიშვილმა ისაუბრა  მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე და თქვა, რომ კმაყოფილია ხელისუფლების მიერ არჩეული კურსით. მან გამოთქვა სურვილი პირადად შეხვედროდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

ვახტანგ ბალავაძე შეპირდა მოსახლეობას, რომ მათ მიერ დასმულ საკითხებს აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია