26 | 09 | 2018

ქარმა აცანის მოსახლეობა დააზარალა

ორ აპრილს ამოვარდნილმა გრიგალმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში რამდენიმე მოსახლე დააზარალა. დაზიანდა მათი საცხოვრებელი სახლების სახურავები, ასევე დაზიანდა საბავშვო ბაღის სახურავიც. გუშინვე მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, სივრცით მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად ადგილზე მოინახულა ყველა დაზარალებული. სოფელს ელექტროენერგია არც ამ დროისთვის მიეწოდება. მოთხრილია ხეებიც. "მდგომარეობა ნამდვილად საგანგაშოა. განსაკუთრებით ცუდი ვითარებაა საბავშვო ბაღში. მერიაში შეიქმნა კომისია, რომელიც სწავლობს სტიქიის შედეგებს" - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია