20 | 04 | 2018

საკრებულოს თავმჯდომარემ მოქალაქეები მიიღო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე მოქალაქეებს შეხვდა. ადგილობრივები შეხვედრაზე სხვადასხვა სახის პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე აღნიშნავს, მოქალაქეებს დახმარება აუცილებლად გაეწევათ, იქნება ეს ჯანმრთელობასთან და მედიკამენტთან დაკავშირებული თუ სხვა სახის დახმარება. საკრებულოში მოქალაქეებთან შეხვედრების განრიგი ყოველი კვირის სამშაბათს 12:00 საათიდან განისაზღვრა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა