25 | 06 | 2018

მუნიციპალიტეტის მერი შუხუთში იმყოფებოდა

მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი შუხუთში იმყოფებოდა.
სოფელ შუხუთის წარმომადგენელ გიორგი იმნაიშვილთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა ლელოსთან დაკავშირებით შემოვლითი გზის მოხრეშვის სამუშაოები. ასევე მოეწყო ცხაურები და მოწესრიგდა გზის ის მონაკვეთები, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზიანებული იყო.
-ეს ამ სოფლის ტრადიციაა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სტუმრებმა კიდევ ერთხელ ნახონ ეს ორთაბრძოლა, ეს ჩვენი ისტორიაა და გაფრთხილება სჭირდება“-განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა. მან ასევე დაავალა შესაბამის სამსახურებს აქტიურად ჩაერთონ ღონისძიების ორგანიზებაში.
შეგახსენებთ, რომ ლელო 8 აპრილს ტრადიციულად სოფელ შუხუთში გაიმართება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია