20 | 06 | 2018

აღდგომის დღესასწაულზე ლანჩხუთში გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:

ა ნ ო ნ ს ი

12:00 საათზე - შუხუთის საჯარო სკოლის მოედანზე ფეხბურთში ჩატარდება ფინალური შეხვედრა და დაჯილდოება;

13:00 საათზე - შუხუთის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება სხვადასხვა სპორტული ღონისძიება. (წინასწარ მომზადებულ საჭიდაო მოედანზე ჩატარდება შეჯიბრება ჭიდაობაში, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე ჭადრაკში, გირების აზიდვაში, მკლავჭიდში და ბაგირის გადაზიდვაში);

14:00 -16:30 საათზე შუხუთის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ლანჩხუთის სამხატვრო სკოლის, ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრებისა და ,,ლელოს“ სამუზეუმო ექსპონანტების გამოფენა -გაცნობა. შუხუთის ადმინისტრაციული შენობის ეზოში განთავსდება ბენდი ,,black sea’’ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახალხო ანსამბლი ,,მხედრები’’, რომლებიც თავიანთ რეპერტუარს წარმოადგენენ.

17:00 სთ - ზე შუხუთის ცენტრში გაიმართება ტრადიციული ლელობურთი.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია