19 | 11 | 2018

ბიუჯეტში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირეს

დღეს ლანჩხუთლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარშე სხდომა გაიმართა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ აღნიშნა, სხდომა მერის წინადადების საფუძველზე მოიწვიეს. საკრებულომ კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებას. მერიის საფინანსო-საბიოუჯეტო სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას განმარტებით, 2018 წლის ბიუჯეტით ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დაფინანსება - 477233 ლარით, ხოლო ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-სამუსიკო სკოლათა გაერთიანების დაფინანსება განისაზღვრება 198600 ლარით. ცნობისთვის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანების საფუძველზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა ორი იურიდიული პირი: ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლათა გაერთიანება და ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება. შეგახსენებთ, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია, საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მიმდინარეობდა. იხილეთს ხდომის ჩანაწერი: https://www.facebook.com/456058094556273/videos/905137186315026/


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია