17 | 09 | 2019

რამაზ ნიკოლაიშვილი აკეთისა და აცანის მოსახლეობას შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, აკეთისა და აცანის მოსახლეობას შეხვდა. მინისტრს თან ახლდნენ მიხეილ კვესაძე, დავით სირაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე, გამგებელი გიორგი გოგუაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

რამაზ ნიკოლაიშვილმა ისაუბრა მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე, კერძოდ კი: წყალმომარაგებაზე, გაზმომარაგებაზე.

მოსახლეობამ მინისტრს პრობლემები გააცნო, რომელიც შეეხებოდა შუხუთი-აკეთისა და შუხუთი-აცანის გზის რეაბილიტაციას, შიდა გზების მოწესრიგებას, ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას, წყალსაწრეტი არხების გაწმენდას და სხვა

იმავე დღეს მიხეილ კვესაძე, დავით სირაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა მამათის მოსახლეობას მოუსმინა და მიმდინარე საკითხები განიხილეს.

რამაზ ნიკოლაიშვილის თქმით, გამოიკვეთა ცალკეულ სოფლებში არსებული პრობლემები და დაისახა მათი გადაჭრის გზები.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია