25 | 06 | 2018

გზის გაკეთება იგეგმება

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ემზარ თედორაძემ ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულის დეპუტატთან და მერის წარმომადგენელთან ერთად ღრმაღელის ადმინისტრაციული ერთეულის ქვიშიანის დასახლებაში არსებული საყანე ფართობებისაკენ მისასვლელი ავარიული გზა მოინახულა.
"საყანე ფართობი აქ დაახლოებით რვა სოფელს აქვს. ეს არის უმოკლესი გზა ფართობებთან მისასვლელი. როგორც ხედავთ ავარიულია. ამიტომ აუცილებელია სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ჩვენ აუცილებლად შევადგენთ პროექტს" - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ აქვე ახლოს მდებარეობს სოფლის სასაფლაო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია