25 | 06 | 2018

მერმა ღრმაღელის საბავშვო ბაღი მოინახულა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელმა ემზარ თედორაძემ ღრმაღელის საბავშო ბაღი მოინახულეს. ამ სოფელში საბავშვო ბაღი ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე მდებარეობს. შენობა ავარიულია. საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა სტუმრებს არსებული პრობლემების შესახებ მოახსენეს. "ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აქ ნორმალური ბაღი იყოს. ვგეგმავთ საფუძვლიანი რემონტის ჩატარებას" - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია