20 | 10 | 2018

ლელობურთი ამჯერად ქვემოურების გამარჯვებით დასრულდა

სოფელ შუხუთში ტრადიციულად ლელობურთი გაიმართა. მზადება დილიდან დაიწყო, სათამაშოდ ბურთი მომზადდა, შემდეგ მობურთალები ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა საბამ დალოცა... ლელობურთის თამაში 5 საათზე დაიწყო... მანამდე კულტურის ცენტრმა სხვადასხვა სახის ღონისძიებები გამართა. მოეწყო ლანჩხუთის სამხატვრო სკოლის, ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების და ,,ლელოს“ სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა-გაცნობა. შუხუთის ადმინისტრაციული შენობის ეზოში განთავსდა ბენდი ,,black sea’’ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახალხო ანსამბლი ,,მხედრები’’, რომლებმაც წარმოგვიდგენეს თავიანთი რეპერტუარი. ასევე გამოიფინა ადგილობრივი ნაწარმი. დილიდანვე მიმდინარეობდა შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობაში (ჭადრაკი, გირების აზიდვა, მკლავჭიდი, ბაგირის გადაზიდვა, ჭიდაობა); ლელობურთი ამჯერად ქვემოურების გამარჯვებით დასრულდა. ტრადიციულად მოთამაშეებმა ბურთი გარდაცვლილი კოტე ორაგველიძის საფლავზე მიიტანეს. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი, გურიის მხარის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია