20 | 10 | 2018

მერმა მადლენა სარჯველაძის ეზო მოინახულა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში კახა კვიტაიშვილმა მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მადლენა სარჯველაძის ოჯახი მოინახულეს. ქალბატონ მადლენას ეზოს გვერდით მდინარე ჩამოუდის, რომელიც ეზოს ეროზიას იწვევს. "გამაგრებული გვქონდა ეზო ე.წ. "სინკარით", მაგრამ წაიღო წყალმა. ეგებ დაგვეხმაროთ, თორემ სახლი ახლოს გვიდგას და საშიშროებაა, რომ საძირკველი გამოგვიშალოს" - უთხრა ქალბატონმა მადლენამ სტუმრებს. "ჩვენ ვალდებულები ვართ ყველანაირად დავეხმაროთ ამ ქალბატონს. გამოვძებნით გზებს და აუცილებლად მოვაგვარებთ ამ პრობლემას" - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია