ლანჩხუთში მავნებლის წინააღმდეგ ღონისძებების ჩატარება იწყება

გამოქვეყნებულია პარასკევი, 13 აპრილი 2018 14:17

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი ნინო შეწირული მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს შეხვდა. _ ფერომონების დამონტაჟების შედეგად, დადგინდა, რომ ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში ფაროსანას საკმაოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასწრაფოდ დაიწყოს წამლობა. დღესვე ლანჩხუთში 5 მანქანა ჩამოვა და თერმული ნისლისა და ცივი შესხურების მეთოდით იმუშავებს, ხოლო გაშლილი ფართობებები 2 ტრაქტორის მეშვეობით შეიწამლება. გარდა ამისა, სამინისტროს გადაწყვეტილებით, დამუშავდება მიტოვებული სახლები -განაცხადა ნინო შეწირულმა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ აუცილებელია მოსახლეობამ საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთები თავად შეწამლოს და ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს. - ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით. კარგია, რომ დროულად ვიწყებთ ამ პროცესს - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად 14 მილიონ ლარს დახარჯავს.