15 | 12 | 2018

14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება

დღეს საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჩახვაძე, ქალაქ ლანჩხუთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვედნენ. დედაენის მნიშვნელობასა და დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს. 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი "დედაენის დღედ" გამოცხადდა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია