16 | 08 | 2018

სასკოლო ოლიმპიადა გეზრბენში

სასკოლო ოლიმპიადა, რომელშიაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 24 საბაზო და საჯარო სკოლა და ერთი სასულიერო გიმნაზიაა ჩართული, გრძელდება. ამჯერად შეჯიბრი გეზრბენში (კროსი) ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობას გოგონები და ვაჟები იღებდნენ. ადგილები ასე გადანაწილდა: გოგონებს შორის პირველი ადგილი დაიკავა ჩოჩხათის საჯარო სკოლამ; მეორე ადგილზე წყალწმინდის საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო ახალსოფლის სკოლა ოდენ მესამე ადგილს დასჯერდა. პირველადგილოსანი ვაჟებშიც ჩოჩხათის საჯარო სკოლა გახდა, მეორე და მესამე ადგილები კი ღრმაღელისა და წყალწმინდის სკოლებმა გადაინაწილეს. შეგახსენებთ, რომ რაიონული შეჯიბრის გამარჯვებული რეგიონულ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. სასკოლო ოლიმპიადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ეგიდით ტარდება, უშუალოდ ამ შეჯიბრში კი განყოფილებად ა(ა)იპ სპორტული ცენტრიც დაეხმარა, რისთვისაც განყოფილების თანამშრომლები მადლობას უხდიან აღნიშნულ ა(ა)იპ-სა და მის ხელმძღვანელს, გოჩა ლომაძეს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია