17 | 09 | 2019

ლანჩხუთში ამერიკულ თეთრ პეპელასთან ბრძოლა მიმდინარეობს

ამერიკული თეთრი პეპელა საშიში საკარანტინო მავნებელია, რომელიც აზიანებს 300-მდე დასახელების მცენარეს. პეპელა გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში - სამეგრელოში, იმერეთში, გურიასა და აჭარაში. საქართველოს ხელისუფლება, სურსათის ეროვნული სააგენტოს თაოსნობით ყოველწლიურად ახორციელებს მავნებლის წინააღმდეგ ქიმიურ წამლობას.

2012 წლისთვის გამოიცა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის №772 განკარგულება, „საქართველოს რეგიონებში ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“, რომლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებების განსახორციელებლად 60 000 ლარი გამოიყო.

სამუშაოების შესასრულებლად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა ინდ.მეწარმე რობერტ იმნაიშვილმა.

შეწამვლითი ღონისძიებების შესასრულებლად, დასაქმებულია ადგილობრივი კადრები. ამჟამად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუშაობს 29 სოლო აპარატი და 2 ,,TIFA -100“–ის ტიპის მანქანა, რომელიც შეწამვლას თერმული ნისლის გამოყენებით ახორციელებს.

სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ინფორმაციით, შეწამვლა დაწყებულია მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში და მიმდინარეობს ეტაპობრივად. წამლობა ჩატარდება ბიოლოგიური პრეპარატებით, რომლებიც სრულიად უვნებელია თბილსისხლიანებისათვის, არატოქსიკურია ფუტკრის მიმართ. თუმცა მოსახლეობას ეძლევა რეკომენდაცია შეიზღუდოს ფუტკრის ფრენა 6-12 საათით; დაიხუროს სასმელი წყლის ჭები თავსახურით; მოსახლეობა (განსაკუთრებით ბავშვები) უნდა მოერიდოს წამლობის ადგილებს; ხილისა და ბოსტნეულის გამოყებენა დაუშვებელია 5 დღის მანძილზე.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია