21 | 06 | 2018

გიორგი ლომაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული გიორგი ლომაძის დაბადების დღის აღსანიშნად მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ლესაში იმყოფებოდნენ. მათ ოჯახის წევრებთან ერთად გმირის სხოვნას პატივი მიაგეს. გიორგი ლომაძე 1979 წელს სოფელ ლესაში დაიბადა. ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე გახლდათ. გიორგი 2004 წლის 12 აგვისტოს სამაჩაბლოში სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა. -ჩვენ არ გვყავს დასაკარგი და დასაღუპი შვილები... ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე. ის გმირი იყო და ვალდებული ვართ მის ხსოვნას პატივი მივაგოთ -განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა. 2016 წელს ლესის საჯარო სკოლას გიორგი ლომაძის სახელი ეწოდა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია