15 | 12 | 2018

მერმა დაზიანებული გზა მოინახულა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა სოფელ ბაღლეფში დაზიანებული გზა მოინახულა. გზა, რომლითაც ბაღლეფის სამი და სოფელ ნინოშვილის ოთხი ოჯახი სარგებლობდა სტიქიის შედეგად მთლიანად მოწყვეტილია და იქ გავლა ფეხით მოსიარულეებისთვისაც ჭირს. ადგილი მეწყერსაშიშ ზონაშია, რაც ერთგვარ პრობლემას წარმოადგენს გზის გასამაგრებლად. აღნიშნული მონაკვეთი ალექსანდრე სარიშვილთან ერთად მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ფაცურიამ და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა, ნუგზარ ბოლქვაძემ მოინახულეს. "მხოლოდ ჩვენი ძალებით აქ ვერაფერს გავხდებით. მოვიწვევთ გეოლოგებს და შესაბამისი დასკვნის დადების შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედოთ" - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია