16 | 08 | 2018

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

დედაენის კვირეულის ფარგლებში, დღეს ლანჩხუთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წმ. იონაე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა. მოსწავლეებმა ქართული ანბანისა და ენის უნიკალურობასა და უძველესი წარწერების შესახებ ისაუბრეს. კიდევ ერთხელ შეახსენეს ყველას, რომ ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენაა. ენა ხალხის საკუთრებაა, მას მოვლა, დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, 14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება. ღონისძიებას საკრებულოს წევრი, ციცინო ჩხაიძე და მერიის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია