19 | 12 | 2018

სასკოლო ოლიმპიადა ფეხბურთში

დასრულდა სამდღიანი შეჯიბრი ფეხბურთში, რომელიც სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში ტარდებოდა. ტურნირში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა და ერთი სასულიერო გიმნაზია იღებდა. დაძაბული მატჩების შემდეგ, რომელსაც გულშემატკივარი არცერთ დღეს არ აკლდა, ადგილები ასე გადანაწილდა: პირველ ადგილზე გავიდა ქალაქის პირველი საჯარო სკოლა; წყალწმინდის საჯარო სკოლამ მეორე ადგილი აიღო, ხოლო მესამე საპატიო ადგილი კი სუფის საჯარო სკოლას ხვდა წილად. აქვე აღვნიშნავთ, რომ სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული შეჯიბრი უკვე დაიწყო და დღეს ოზურგეთში რეგიონულლ ტურნირზე მონაწილეობას ფრენბურთში გამარჯვებული ჩოჩხათის ვაჟთა და ლესის გოგონათა გუნდები იღებენ. სასკოლო ოლიმპიადა კიდევ სპორტის ორ სახეობაში ჩატარდება. ესენია ხელბურთი და მხიარული სტარტები.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია