20 | 10 | 2018

სანიაღვრე არხი ამოწმინდეს

ქალაქ ლანჩხუთში ჟორდანიას ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებთან გაყვანილი სანიაღვრე არხი გაიწმინდა. უნდა აღინიშნოს, რომ არხში დაგუბებული წყალი როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ფეხით მოსიარულეებს პრობლემას უქმნიდა, როგორც ანტისანიტარიის ბუდე. მოსახლეობამ დახმარება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს სთხოვა. გაწმენდით სამუშაოებს მერთან ერთად, მისი პირველი მოადგილე გიორგი ფაცურიაც ესწრებოდა. უშუალო მონაწილეობას კი საკრებულოს ახალგაზრდა წევრები: გიგი გვარჯალაძე, კახა ბოლქვაძე და ზაზა წულაძე იღებდნენ. ამ ეტაპისათვის ხსენებული არხი მთლიანად გაწმენდილია. "ყველა აქ მცხოვრები ოჯახის სახელით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ალექსანდრე სარიშვილს, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი პრობლემა, დაგვპირდა დახმარებას და შეასრულა კიდეც", - გვითხრა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია