- დეტალები
-
გამოქვეყნებულია პარასკევი, 20 აპრილი 2018 09:48
ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონის ტერიტორიაზე ფეხბურთის დიდი ქომაგისა და მეცენატის ევგრაფი შევარდნაძის ბიუსტის დადგმა იგეგმება. ინიციატივა სტადიონის ადმინისტრაციას ეკუთვნის, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით გეგმავს იდეის განხორციელებას. დღეს აღნიშნული ტერიტორია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მოინახულეს. როგორც სტადიონის დირექტორმა, ლევან იმნაძემ აღნიშნა, გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ,,ევგრაფი შევარდნაძემ ლანჩხუთის ფეხბურთში მთელი ეპოქა შექმნა. ლანჩხუთის "გურიას" სსრ კავშირის უმაღლეს ლიგაში გადასვლა და გამარჯვების მწვერვალზე ასვლა მის სახელს უკავშირდება. ბიუსტის დადგმა ნამდვილად კარგი ინიციატივაა და მას მხარს აუცილებლად დავუჭერთ “, აღნიშნეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
