15 | 08 | 2018

მერთან მოქალაქეთა მიღება გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღება გაიმართა. მოქალაქეთა უმეტესობა სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ ესაუბრა ალექსანდრე სარიშვილს. მერთან საკუთარი პრობლემის გადასაჭრელად იმყოფებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გიორგი სანიკიძე, რომელსაც ოპერაციული ჩარევა ესაჭიროება. მას მუნიციპალიტეტის მერი პირადად გაესაუბრა და მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა. ალექსანდრე სარიშვილმა დაავალა შესაბამის სამსახურებს შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარონ მოქალაქეებს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია