17 | 09 | 2019

დაზარალებულ ოჯახებს ადგილობრივი ხელისუფლება ეხმარება

სოფელ წყალწმინდაში 4 საათიანი გადაუღებელი წვმის გამო შედეგად 50-მდე სახლი დაიტბორა. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა, დახოცილია შინაური ფრინველი და განადგურებულია ნათესები. წყალდიდობის შედეგად წყალწმინდაში ჩამოწვა მეწყერი.

 

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გასულმა ადგილობრივის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაზარალებულ მოსახლეობას შესთავაზა ალტერნატიული ფართი. უკვე აღდგენილია სამანქანე გზის ის მონაკვეთი, რომელიც მეწყერისგან იყო დაზიანებული. წყალდიდობის ზონაში მთელი დღის მანძილზე მუშაობდა

სათანადო ტექნიკა, მობილიზებული იყო ყველა სამსახური, ადგილზე მისული იყო ზარალის დამთვლელი კომისიაც. ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებული მოსახლეობას სათანადო დახმარებას აგრძელებს.


 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია