შეხვედრა გენდერულ საკითხებზე

გამოქვეყნებულია პარასკევი, 20 აპრილი 2018 17:38

დღეს ლანჩხუთის მუნიცპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ფონდი სოხუმის“ ქალთა ცენტრის მობილიზატორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნონა მურვანიძე შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ქალისა და მამაკაცის თანაბარ როლზე საზოგადოებაში, გენდერული საბჭოების ფუნქციონირებაზე და ა.შ. შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიმართა საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ და მათთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.