15 | 12 | 2018

შეხვედრა საჯარო სკოლებში

სახალხო დამცველის გურიის ბიუროს წარმომადგენელი თამარ ოგანოვი ხაჯალიისა და ნიგვზიანის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის განხილვა იყო. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა უფროსების მხრიდან მოსწავლეების მიმართ დამამცირებელი მიმართვები, ბოულინგისა და ადრეული ქორწინების რისკ-ფაქტორები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ და დასვევს მათთვის საინტერესო სხვადასხვა შეკითხვა, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია