15 | 12 | 2018

განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს ეტლები გადაეცა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს ასოციაცია "ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ორგანიზებით ეტლები გადაეცათ. ეტლები ბენეფიციარებს გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ პირადად მიუტანეს. როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა აღნიშნა, „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ორგანიზაციასთან და გურიის სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობით, მაქსიმალურად ხდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების დახმარება. ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ წარმომადგენლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თამარ ფირცხალაიშვილის თქმით, ამჯერად განსაკუთრებული შესაძებლობის მქონე 7 პირს გადაეცა ეტლი. განცხადებების მიღება მომავალშიც გაგრძელდება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია