15 | 12 | 2018

მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო

სამი ერთეული ტექნიკა დღეს დილიდან შეუდგა მუშაობას. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულიდან დაიწყო. თერმული ნისლის აპარატით დამუშავდება საკარმიდამო ნაკვეთები. სამუშაოების დაწყების შესახებ მერის წარმომადგენლის მიერ წინასწარ ხდება მოსახლეობის ინფორმირება. ამასთან სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, წამლობის დასრულებამდე არ გამოუშვან სკებიდან ფუტკარი! ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობების, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული რაოდენობა დაფიქსირდა. რაც შეეხება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებს, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების გამოყენებით, ცივი შესხურების მეთოდით შეიწამლება. ნიგოითში იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, რომელიც მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს დილიდანვე აკვირდებოდა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია