25 | 05 | 2018

ბიუჯეტში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირეს

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრული ერთი საკითხი განიხილეს, რომელიც 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილების განხორციელებას გულისხმობს. სხდომას მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი ესწრებოდა, რომელიც საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წევრების შეკითხვებს პასუხობდა. საკრებულომ აღნიშნულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა. მომხსენებლის განმარტებით, 2017 წლის 27 დეკემბრის N2712 განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებისათვის გამოეყო 3200000 ლარი. აქედან პირველ ეტაპზე 271741 ლარი მიიმარა ფიზიკური პირების დაზიანებული სახლების სახურავების და ელ- გაყვანილობის მასალების შეძენისათვის 209415 ლარი, ჯურყვეთის ადმინისტრაციულ შენობის სახურავის შეცვლაზე 42649 ლარი, ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის დაზიანებული სახურავის და ფასადის აღდგენაზე 19677 ლარი. ტენდერების შედეგად გამოთავისუფლებული 25608 ლარი და გაუნაწილებელი 2928259 ლარი, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის წერილის საფუძველზე , მიიმართება გზების, ხიდების, წყალმომარაგების რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოებზე. საპროექტო დოკუმენტაციის და საამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის ხარჯი გაიზარდა 80000 ლარით. ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრი „იავნანა“-ს დაფინანსება -1700 ლარით, სოც-კულტურული ღონისძიებების ხარჯი - 54600 ლარით, მათ შორის არტ -გენის ფესტივალის ჩატარებისათვის გამოეყო 24600 ლარი, შემოქმედთა წახალისებისათვის 1000 ლარი და ტრანსპორტირებისათვის 1000 ლარი, გურიის ტურიზმის განვითარებისათვის 28000 ლარი. ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის განვითარების, მეწარმეთა საქმიანობის ხელშეწყობის, ინვესტიციების და ტურიზმის ცენტრის სუფსიდირება გაიზარდა11000 ლარით, ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ცენტრის დაფინანსება 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით გაიზარდა 11000 ლარით, ა(ა)იპ ლანჩხთუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის გურიას დავალიანების დაფარვის მიზნით გამოეყო 40000 ლარი, ა(ა)იპ სპორტული ცენტრის დაფინანსება გაიზარდა 15000 ლარით (ჩიბათის საფეხბურთო გუნდის ფუნქციონირებისათვის). აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნეს არაფინანსური აქტივების კლების მუხლის 213300 ლარით ზრდის ხარჯზე. მუნიციპალიტეტის მერიის სხვა საქონელი და მომსახურების მუხლის 5000 ლარის შემცირების ხარჯზე გაიზარდა მივლინების ხარჯი 5000 ლარით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა საქონელი და მომსახურების მუხლის 2000 ლარის შემცირების ხარჯზე გაიზარდა მივლინების ხარჯი 2000 ლარით. ,,როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტში შეიქმნა შპს ქალთა საფეხბურთო კლუბი ,,ლანჩხუთის ლანჩხუთი“. დღემდე ვერ მოხერხდა ურთიერთშეთანხმება ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრსა და აღნიშნულ შპს-ს შორის თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით. ახლახანს მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომლის გათვალისწინებით, ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის დაფინანსება შემცირდება 28000 ლარით და შპს ქალთა საფეხბურთო კლუბ ,,ლანჩხუთის ლანჩხუთის“ დაფინანსება განისაზღვრება 28000 ლარით“, აღნიშნა მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა