ნიგვზიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 02 მაისი 2018 17:04

ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში ვიტალი დავითაძის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ოჯახის წევრების ვარაუდით, ხანძარი ელექტროსადენმა გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ოთახის გადარჩენა მოხერხდა. ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე იმყოფებოდნენ. ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, მერია დაზარალებულს შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას გაუწევს.