23 | 09 | 2018

125 წელი ამერიკაში გურული მხედრების შოუდან

გურული მხედრების ამერიკული ოდისეადან 125 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთში ჩამოსული იყო ფილმის "გურულები ამერიკაში" რეჟისორი და არაერთი წიგნის ავტორი ირაკლი მახარაძე, რომელთანაც შეხვედრა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში შედგა. ღონისძიებას მხარის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე ესწრებოდნენ. ირაკლი მახარაძემ გაიხსენა როგორ მოხვდნენ გურულები ამერიკაში. ისაუბრა იმ წლებზე, როცა ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ და იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ საბჭოთა ხელისუფლების მიერ შეექმნათ. დასასრულ, ირაკლი მახარაძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ სტუმარს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია